fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“პროპაგანდისტული ფოტო გვეგონა, მაგრამ დადასტურდა…” – რუსული რესურსები ვისოკოპოლიეზე

“უკრაინელთა მიერ გამოქვეყნებული ფოტო ჩვენ თავდაპირველად, 30 ან 31 აგვისტოს გადაღებულად მივიჩნიეთ, რომელიც მათ თავიანთი ჯარისკაცების გასამხნევებლად გამოაქვეყნეს, მაგრამ შემდეგ შევიტყვეთ, რომ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით უკან დაეხია ვისოკოპოლიედან, რათა თავიდან აერიდებინა ალყაში მოხვედრა”, – ამის შესახებ რუსული რესურსი “რიბარი წერს და ვისოკოპოლიეში აღმართული უკრაინული დროშის კოორდინატებსაც აქვეყნებს, ასევე წერს, რომ ოლგინოს მიმართულებით, ხერსონის ფრონტზე, სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობს. ამავე რესურსის თანახმად, უკრაინელები უკვე სანახევროდ აკონტროლებენ კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტს – არჰანგელსკოეს.

ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელი მოქმედების აღწერისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტონოვკის ხიდი ხერსონის მისადგომებთან, სნიგუროვკა, დავიდოვ ბროდი, ოლეშკი და ნოვა კახოვკა – ეს ის დასახლებები და წერტილებია, რომლებსაც უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე საათია, ინტენსიურად ბომბავენ, ხოლო დღის განმავლობაში უკრაინული დროშა აფრიალებულია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ბლაგოდატოვკა, ვისოკოპოლიე, ოზერნოე, იამპილი. თუ შეტევების ინტენსივობას გავითვალისწინებთ, შემდეგი დასახლება, სადაც უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართება, არჰანგელსკოე უნდა იყოს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული