fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“პან პრეზიდენტო, ეს მამაჩემის ხელია…” – იზიუმში მოკლული უკრაინელის ვაჟის წერილი

ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა, პოსტერი, რომელიც ამ თემაზე შეიქმნა, კადრი, რის გამოც მსოფლიო ისევ ალაპარაკდა რუსეთის მხრიდან უკრაინელთა გენოციდზე და რის გამოც ისევ დაიწყო აქტიური განხილვა, მიენიჭოს თუ არა რუსეთს ტერორისტი სახელმწიფოს სტატუსი…

იზიუმის სამარხში აღმოჩენილი მკლავი ლურჯ-ნარინჯისფერი სამაჯურით, უკრაინის 96-ე ბრიგადის “Холодный Яр”-ის 36 წლის მებრძოლის სერგეი სოვას სხეულის ნაწილია.

სერგეი სოვა ოჯახთან

სერგეი სოვა ნიკოპოლელია, მისმა შვილმა – მარატ სოვამ კი სტატუსი გამოაქვეყნა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტს მიმართა.

“პან პრეზიდენტო, ეს მამაჩემის ხელია…”, – ასე იწყება წერილი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისთვისაა განკუთვნილი.

“პან პრეზიდენტო, ეს მამაჩემის ხელია…”

მარატ სოვა პრეზიდენტს სთხოვს, დაეხმაროს მშობლიურ სახლში მამის ცხედრის დაბრუნებაში, მისი ღირსეული დაკრძალვის უზრუნველსაყოფად.

“დიდ პატივად აღვიქვამდი, მიმეღო თქვენგან მამაჩემისთვის მისი სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო – მე მისით ძალიან ვამაყობ”, – წერს მარატი უკრაინის პრეზიდენტს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული