ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი იგორ გირკინი (“სტრელკოვი”), რომელიც ხშირა აანალიზებს უკრაინის სხვადასხვა ფრონტის მონაკვეთებზე არსბულ მდგომარეობას და, ძირითადად, რუსეთის სამხედროი ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, ამჯერად წერს, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევას წარმოაჩინა ომში რუსეთის დამარცხების კონტურები.
სტატუსების და ტვიტების გარდა, სტრელკოვი იგივეს ამბობს იმ გადაცემებშიც, სადაც მას სტუმრად იწვევენ და სიტუაციის ანალიზს სთხოვენ.
“ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით, მორჩა! რაც უფრო მალე შეიგნებენ ამ საფრთხის არსებობას ზემოთ, მით უკეთესია, მაგრამ ვხედავ, ჯერ ამის გაგებას არავინ ჩქარობს!…”, – ამბობს იგორ გირკინი.