fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“მოსკალებო! აქ არ გელოდებიან”- რა წერილებს ტოვებენ თბილისში, რუსეთის მოქალაქეების მანქანებზე

სამოქალაქო აქტივისტმა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა საქართველოში ახალშემოსულ რუსეთის მოქალაქეებს მანქანებზე “მისასალმებელ-გამაფრთხილებელი” წერილები დაუტოვა.

წერილი და ფოტოები ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა ვაგიფ მამედოვმა გამოაქვეყნა.

წერილში, რომელიც მანქანების საქარე მინებზეა დამაგრებული, წერია:

“მოსკალებო!

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავისი არსით, რუსულია, გახსოვდეთ, რომ თქვენ იმყოფებით თქვენდამი არამეგობრულად განწყობილ ქვეყანაში და საქართველოს ხალხი თქვენს მიმართ ზიზღის გარდა, არაფერს განიცდის, მათ შორის ისინიც, ვინც თქვენს ენაზე გელაპარაკებიან და ხაჭაპურსა და ქინძმარაულს გთავაზობენ.

გახსოვდეთ, რომ საქართველოში თქვენ ოკუპანტები ხართ, ქართველების, უკრაინელების და არამარტო მათ სისხლში გაქვთ გასვრილი ხელები. აქ თქვენი ყოფნა არავის უხარია და ყველა მზადაა, ყ**ზე გაგგზავნოთ.

საქართველოში ყოფნისას, შეისწავლეთ აქაური კანონები და ტრადიციები, არ წამოჭრათ, არ მოითხოვოთ და ნუ მოახდენთ თქვენი “რჩეულობის” დემონსტრირებას, ნუ იქნებით სიტყვაბილწი, ჩაიცვით სათანადოდ, არ აფრიალოთ რუსული სიმბოლიკები და ყველა თქვენი ყ**ეური რუსული ხუშტურები დატოვეთ საზღვართან, თქვენი ქვეყნის მხარეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგრად დაგერხევათ (შემდეგ მოდის არანორმატიული ლექსიკა, ჟარგონი).

და ჰო: გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ხელისუფლება მალე შეიცვლება და თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დროებითი ბინადრობის, ეკონომიკური საქმიანობის ან უძრავი ქონების შეძენის კანონიერება აუცილებლად გადაიხედება”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული