fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ხარკოვის ფრონტი მორღვეულია, ჯოჯოხეთი ტრიალებს!…” – რა ხდება ბალაკლეაში

რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხები და სხვა მედიარესურსები ამ დროისთვის სრულ პანიკაში არიან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ხარკოვის მიმართულებაზე რუსული თავდაცვის ხაზის გარღვევისა და უკრაინული შენაერთების ბალაკლეაში შესვლის შესახებ.

“ბალაკლეაში ჯოჯოხეთი ტრიალებს: უკრაინელებმა იქეთ მიმართეს ძირითადი ძალები, ხერსონი ყურადღების გადასატანი მანევრი იყო (არადა, ორივე მიმართულებით უტევენ აქტიურად, – რედ.)”,

“ვსუ ბალაკლეას უტევს”; “ეს როგორ ბლ**დ!”, “უკვე აიღეს საბრძოლო მასალების საწყობი”; “ჩვენებმა ჩაი**ეს!” – ასეთი ფორმულირებით იდება ნიუსები რუსულ ტელეგრამ-არხებზე…

რა ხდება რეალურად?

ხარკოვის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლეის მიმართულებით უკრაინელთა არმიამ შეტევები განაახლა. უკრაინელთა იერიშში აქტიურადაა ჩართული ტანკები და არტილერია.

ამ დროისთვის შეტევები მიმდინარებს ბალაკლეა-კუპიანსკის გზატკეცილის გასაკონტროლებლად. უკვე ვრცელდება ინფორმაცია აგრეთვე ბალაკლეას გარეუბნებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.

რუსულ საინფორმაციო არხებში სრული პანიკაა. აცხადებენ, რომ უკრაინელთა მიზანი რუსების სამხედრო დაჯგუფების ალყაში მოქცევა წარმოადგენს იზიუმის მიმართულებაზე.

გავრცელდა პირველი კადრები, სადაც ბალაკლესთან განადგურებული ორი რუსი ოკუპანტია ასახული – ყურადღება! მძიმე კადრების შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, თუ მაინც გსურთ გადასვლა, გადადით ტელეგრამ არხზე “ალფა სიხშირე”

https://t.me/alfaprt/5445

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული