სამხედრო ექსპერტი და მიმომხილველი ირაკლი ლექვინაძე :ფეისბუქზე” წერს იმის შესახებ, რაც ახლა უკრაინაში ხდება:
“უკრაინაში განვითარებული ბოლო დღეების მოვლენები იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ომში დამარცხება შეიძლება.
ეს არის პასუხი კითხვაზე “ომი გინდათ?”
არ შეიძლება პატივმოყვარე სუვერენულ სახელმწიფოს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად წარმატებული ომი არ სურდეს. ეს ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის არსს. სუვერენიტეტი მარტო უფლებას კი არა, პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ჯარი კი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გამოიყენო ოკუპანტებისგან ოკუპირებული ტერიტორიის გასაწმენდად.
თუ ხარ სახელმწიფო, ვალდებული ხარ ყველაფერი გააკეთო, მათ შორის ლეგიტიმური სახედრო ძალა გამოიყენო, რათა დაიცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შენი მოქალაქეების უფლებები და იქიდან ეთნოწმენდის გზით იძულებით გამოყრილი მოსახლების უფლებები აღადგინო.
და მინდა თუ არა მე ომი და მეორე ფრონტის გახსნა?
ამ მდგომარეობით რაც გვაქვს ახლა, ცალხასად არა – რა თქმა უნდა. არა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, არ შეგვწევს უნარი წარმატებას მივაღწიოთ. არ მინდა დავემსგავსოთ იმ ანეკდოტის მონადირეს ყოველ ჯერზე ტყეში სანადიროდ წასვლისას დათვი რო აუპატიურებს. ოღონდ მაში, რომ არ გვაქვს წარმატების მიღწევის უნარი, ჩვენვე ვართ დამნაშავე.
29 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და 14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. და ვერ შევქმენით ბრძოლისუნარიანი არმია. არადა უკრაინა ამ დღეებში ამტკიცებს, რომ პირადი შემდაგენლობის რაოდენობრივი პარიტეტის და სამხერო ტექნიკაში მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი უპირატესობის პირობებშიც კი, კარგად ორგანიზებული და მოტივირებული არმია, დასავლური შეიარაღებით, რუსებს უშანსოდ ტოვებს.
დასკვნები თავად გამოიტანეთ. ჩვენ უნიათობას ვერავის დავაბრალებთ, ჩვენივე თავის გარდა….”- წერს ირაკლი ლექვინაძე.