fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

დნეპრის მარჯვენა ნაპირზე განთავსებული ოკუპანტები იარაღის დაყრას და ტყვედ ჩაბარებას აპირებენ (ვიდეო)

მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მყოფი ოკუპანტები მზად არიან იარაღი დაყარონ და ტყვედ ჩაბარდნენ

ამის შესახებ “სამხრეთის” გაერთიანებული სარდლობის პრეს-სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

ნატალია გუმენიუკის თქმით, ოკუპანტები ცდილობენ უკრაინელ სამხედროებთან კავშირზე გასვლას და ტყვედ ჩაბარების დეტალებზე შეთანხმებას, რადგან გრძნობენ, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის არიან მომწყვდეული.

შეგახსენებთ, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული