fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ბალაკლეასთან ალყაში მოყოლილი სამარის რაზმის სამხედროები რუსმედიამ უკვე გამოიტირა

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ბალაკლეასთან ალყაში მოყოლილი რუსული შენაერთების შესახებ სხვადასხვა და არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება როგორც რუსულ პროპაგანდისტულ ტელეგრამ-არხებზე, ასევე მედიარესურსებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბალაკლეას შესახებ ინფორმაცია არც უკრაინის პრეზიდენტს, არც გენშტაბს არ გაუვრცელებია, რუსული წყაროები ქალაქზე შეტევის დაწყებას და გარეუბნებთან მიმდინარე შეტაკებებს უკვე ადასტურებენ. ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული შენაერთები გამაგრდნენ იაკოვენკოვოში და ბალაკლეა-კუპიანკის გზატკეცილი გადაჭრეს, რის შემდეგაც ცალკეული რუსული შენაერთები ალყაში აღმოჩნდნენ.

რუსული წყაროები ასახელებენ და, პარალელურად, გლოვობენ სამარის სწრაფი რეაგირების რაზმსა და ბაშკირეთის სპეცრაზმს, თანაც, ხაზს უსვამენ, რომ სამარის რაზმმა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ და ელიტურ დანაყოფად ითვლება, იარაღის დაყრაზე უარი თქვა.

“თქვენს გმირობაზე ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, შვილთაშვილებს მოვუყვებით”, – წერენ რუსულ ტელეგრამ-არხებზე, რასაც ხუმრობანარევი შენიშვნა მოჰყვა უკრაინულ და ქართულ ინტერნეტსივრცეში: “იმასაც კი ვერ წერენ მიმართვისას, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თქვენზე მოვუყვებითო და ამბობენ, ჩვენს შვილებს მოვუყვებით თქვენს გმირობაზეო, რადგან იციან, განწირული არიან სასიკვდილოდ და შვილები ვეღარ ეყოლებათ…”

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ბალაკლეასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი, არხ “პოლიტნავიგატორზე” გამოქვეყნებული პოლკოვნიკ ალიოხინის მოსაზრება, რითაც ის თითქოს გულს უკეთებს მკითხველებს და იმ შემთხვევისთვის ამზადებს, როცა ბალაკლეას დათმობა რუსებს მოუწევთ:

“პანიკის გარეშე, საბრძოლო განწყობაა. ბალაკლეას დაკარგვა ტრაგედია არ იქნება…”, – წერს ის.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული