fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“აზოვსტალის” 5 მცველი-მეთაური 55 ტყვეზე, მედვედჩუკი კი 200 ტყვეზე გაცვალეს – დეტალები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ “აზოვსტალის” მცველებიდან 5 მეთაური გაიცვალა 55 რუს სამხედრო ტყვეზე:

დენის პროკოპენკო (დენისი), სერგეი ვოლინსკი (ვოლინა), სვიატოსლავ პალამარი (კალინა), დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო – ეს ბიჭები უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ეს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მოლაპარაკების შედეგია.

მისივე თქმით, კიდევ 200 ტყვე გაიცვალა ვიქტორ მედვედჩუკზე, ხოლო 10 ბრიტანელი ტყვე რუსეთმა გაუშვა საუდის არაბეთში.

მედვედჩუკზე გაცვლილი ტყვეები უკვე უკრაინაში არიან, “აზოვის” სამეთაურო შტაბის წევრები კი მესამე ქვეყანაში, სავარაუდოდ, თურქეთში, სადაც, მესამე ქვეყანაში გაყვანის პირობების თანახმად, ომის დასრულებამდე დარჩებიან.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული