fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ათი დღე თითქმის არ გვიძინია, ხის ქვეშ ვათენებდით და ისევ წინ მივიწევდით – მეომარი ხარკოვის კონტრშეტევას იხსენებს

უკრაინელი მებრძოლი ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევის დეტალებს ჰყვება.

“ათი დღე თითქმის არ გვიძინია, დღეში ორ სოფელს გავდიოდით, ღამით ხეების ქვეშ ვაფარებდით თავს წვიმას – ისინი ყველა სოფლიდან გაიქცნენ… ჩვენ დღეში ორ სოფელს მაინც გავდიოდით. ისინი თითქოს აპირებდნენ პასუხის გაცემას, მაგრამ საბიოლოოდ, ყველანი გაიქცნენ…

მხოლოდ პირველ დღეს, 50 კმ გავიარეთ – შევდიოდით სოფლებში, წმენდას ვატარებდით და გზასს ვაგრძელებდით, მოსახლეობა ყვავილებით გვხვდებოდა, ხელს გვიქნევდნენ.

ყველგან მათი ტექნიკაა გადამალული ტყეში, თანდათან ვპოულობთ. მათ შორის ტანკებიცაა, მაგალითად, ტ-80. უამრავი გამოჰყავთ ბიჭებს, 3 ტანკი და 8 ბტრ (ჯავშანტრანსპორტიორი) ჩამოატარეს დღეს…

საიდანაც ისინი გაიქცნენ, იქ შევრონები და დოკუმენტები ვიპოვეთ და გავარკვიეთ, რომ დაქირავებულ მებრძოლებს შორის იყვნენ ბურიატელები, ქართველი ბოევიკებიც კი, იყვნენ ასევე, კრასნოდარის მხარიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან”, – ამბობს მეომარი, საძახისით “ტაისონი”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული