fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

გათავისუფლებულ “აზოველებს” შორის დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარიც არიან

პოლკ “აზოვის” ერთერთი დამფუძნებლის, უკრაინაში ცნობილი ქართველი მებრძოლის ვიზიტს აშშ-ში, სადაც ის “აზოველების” ოჯახის წევრებთან ერთად ჩავიდა, მყისიერი შედეგი მოჰყვა – უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინირებული მოქმედების შედეგად, დღეს ოჯახებს “აზოველები” დაუბრუნდნენ, რომლებიც ოლენოვკის კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს.

გათავისუფლებულ “აზოველებს” შორისაა “აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო, ასევე, მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, იგივე “კალინა”. ერთერთი ვერსიით, ისინი რუს მფრინავებში, ან სულაც, მედვედჩუკში გაცვალეს.

გათავისუფლებულთა შორის არიან რიგითი “აზოველები”, ასევე კარგად ცნობილი “პტაშკა”, მასთან ერთად “აზოვის” სამედიცინო დანაყოფის წევრები.

გიორგი ქუაფარაშვილმა აშშ-ში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები დღეს გამოაქვეყნა და დაწერა: “შედეგი უკვე არის”, ამას კი საღამოს უამრავი ადამიანის გათავისუფლება მოჰყვა.

“აზოველების” გათავისუფლება ოლენოვკის კოლონიიდან მოულოდნელი აღმოჩნდა რუსი პროპაგანდისტებისთვის. მაგალითად, ცნობილმა სამხედრო კორესპონდენტმა რუდენკომ პირდაპირ გამოაქვეყნა მოზეიმე უკრაინელების ფოტოები და იკითხა: “ვინმე რამის ახსნას აპირებს?”.

“აზოველების” გათავისუფლებას ადასტურებს და კიევისკენ მომავალი ყოფილი ტყვეების კოლონის ვიდეოს აქვეყნებს პოლკის ექსმეთაური, ამჟამად კი კიევის “აზოვის” ხელმძღვანელი მაქსიმ ჟორინიც.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული