fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არა – ხერსონში უკრაინის არმია ჯერ არ შესულა

ქართულ ინტერნეტსივრცეში, ძირითადად, “ფეისბუქზე”, ხერსონში უკრაინის არმიის შესვლისა და ქალაქის გათავისუფლების შესახებ სტატუსები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის სახელისუფლო ვერტიკალის წარმომადგენლებმა “ტვიტერზე” რამდენიმე ერთსიტყვიანი, მილიტარისტულ-პატრიოტული შინაარსის ტვიტები გამოაქვეყნეს.

ამ ტვიტების ერთმანეთთან დაკავშირებამ შექმნა მოლოდინი, რომ “რაღაც კარგი ხდება”, რასაც უკრაინის პირველი პირები მხოლოდ მინიშნებით ამბობენ.

იქედან გამომდინარე, რომ სწორედ ხერსონის მიმართულება ითვლება დღეისთვის ფრონტის ყველაზე საინტერესო მონაკვეთად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, დიდი ბრიტანეთის პრემიერისა და სხვების ტვიტების ანალიზით გაჩნდა მოკლე ცნობები და სტატუსები ხერსონის “აღების”, “დაბრუნების” “გათავისუფლების” შესახებ.

სინამდვილეში, საქმე გვაქვს “ტვიტერის” ახალ ტრენდთან, რაც გულისხმობს იუზერის მიერ, უკონტექსტოდ, ერთი, მისთვის მთავარი სიტყვის დაწერას. ეს ტრენდი ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ წამოიწყო და მას ჯერ მსოფლიოში ცნობილი ბრენდული კომპანიები (“კოკა კოლა”, “მაკდონალდსი”, “პეპსი”), შემდეგ კი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა ახსნა, რა ხდება სინამდვილეში

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, კომპეტენტური პირები გვირჩევენ, უკრაინის საბოლოოდ გამარჯვებასთან (რაც აუცილებლად მოხდება) დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი უფრო გრძელ დისტანციაზე გავთვალოთ.

მაგალითად, ესტონეთის დაზვერვის შეფი მარგო გროსბერგი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაზაფხულამდე, უკრაინაში ომი სტატიკურ დონეზე დარჩება – ისეთზე, როგორსაც ახლა ვადევნებთ თვალს დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში.

“აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებამდე დარჩენილია 7-9 კვირა, იმისდა მიხედვით, როდის გაფუჭდება ამინდი. ამის შემდეგ კი, გაზაფხულამდე, ჩვენ საქმე გვექნება სტატიკურ ომთან, როგორსაც ახლა ვადევნებთ თვალს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში”, – თქვა გროსბერგმა. 

“ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ მოკლე დროში მოხერხდება სრულიად უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება”, – დაამატა გროსბერგმა. მისი თქმით, ასეთი დიდი წარმატების მოპოვება ასე მცირე დროში წარმოუდგენელია. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული