fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რა ხდება დღეს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში?!

ელისო ჯანაშია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ:

რა ხდება დღეს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში?! დეოკუპაცია რომ გარდაუვალია, ყველამ უკვე იცის. დევნილები რომ დაბრუნდებიან დეოკუპაციის შემდეგ, ესეც გასაგებია.

როგორ უნდა აირიდოს რუსეთმა ეს პროცესი?! დაანახოს მსოფლიოს, რომ აფხაზეთის შემთხვევა არაა ის, რაც ყველა დანარჩენი, არაა „დნესტრისპირეთი“, არაა დენეერ ელენერები. თითქოს, ეს რეალური, მართლა ერის გამორკვევის პროცესია, რომელსაც ისტორიული საფუძველი აქვს. ეს უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ მსოფლიომ ეჭქვეშ დააყენოს დევნილების დაბრუნების საჭიროება.

დასავლურ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში არის საგანი „civil resistance”, მის ფარგლებში ისწავლება ყველა აუთენტური დემოკრატიული ხალხთა წინააღმდეგობის ისტორიული შემთხვევა, მე19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე. მაგრამ არსად შეგხვდებათ აფხაზეთის ან ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ქეისი.

მსოფლიომ იცის, რომ ეს რუსეთის მიერ კვაზიპოლირიკური ხელოვნური კონფლიქტებია. აი ამ მოცემულობის „გამოსწორებას“ ეცდებიან და უკვე ცდილობენ კიდეც.

რა თქმა უნდა, ამ პროცესის სათავეში თავად კრემლია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში იყენებენ ევროპულ ფონდებს. მაგალითად გერმანული ბერგჰოფის ფონდი (Berghof Foundation). ყველა წინააღმდეგობა რაც აფხაზეთში მოსახლეობას გაუწევია და ასეთი ნამდვილად ბევრია (არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთს არ დაუთმეს): მიწის და ქონების ყიდვა, აეროპორტის ამუშავება, ნავთობის მოპოვების დაწყება, ენერგეტიკული ობიექტების შესყიდვა, სოფელ აიბღრას მთლიანად წაღება, ასე გამოიყურება – შეიკრიბება ხუთასიდან ორიათასამდე ჯანიანი კაცი, მარტო კაცი, ქალი იქ არ უნდა იყოს, არც ახალგაზრდა – მივლენ, თავზე დაალეწავენ რაც დასალეწია, წამოვლენ სახლებში. საკითხი დახურულია.

არანაირი „ახალგაზრდული მოძრაობა“, არანაირი ენჯეო მსგავს პროცესში არ ერევა, ვერ ერევა. თუ რამე მსგავსი გამოჩნდება, აუცილებლად რუსულია. სხვა არ არსებობს. ის ყველა „გერმანული“ ფონდიც რუსულია, რომელსაც აძლევენ იქ მუშაობის საშუალებას. რეალური დემოკრატია ოცნების დონეზეც წარმოუდგენელია. რეალური “civil resistance” იქ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ის, რაც აწყობს რუსეთს, ან ის, რასაც რუსეთი ვერ ერევა – აი ეს გაბრაზებული მუჟიკები, ომს ხო არ გამოუცხადებს.

ბიჭვინთის ამბავიც ამ მუჟიკებმა „დაალაგეს“. ვერ მიაქვს რუსეთს, დაანება თავი. მაშინ რატომ გამოჩნდნენ ეს ახალგაზრდები ამ პლაკატებით, ხომ დაანება რუსეთმა თავი? ან „ახალგაზრდებს“ ვინ ეკითხება?! რუსეთი! ამ ახალგაზრდების მეშვეობით უნდა შექმნას დემოკრატიის არსებობის სპექტაკლი. “civil resistance”-ის არსებობის სპექტაკლი.

ახლა ბევრ რამეზე არბენინებენ ასე ამ ბავშვებს, და მომენტი რომ დადგება, და მე დავაპირებ სახლში დაბრუნებას – ეს „ახალგაზრდები“ რუსეთის დაძახილზე დადგებიან ენგურზე პლაკატებით „ელისო არ უნდა დაბრუნდეს, ეს ჩემი მიწაა!“: აი ამისთვისაა ეს ყველაფერი ახლა იქ საჭირო. მერე ევროპა მოვა და თავს მოიკატუნებს – „ხო მართლა რააა, ხალხს არ უნდა ელისოს დაბრუნება“, და შევა ასე „აფხაზეთის ქეისი“ civil resistance – ის კურსებში დასავლეთში. ესაა გეგმა).

არ გამოვა. უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ რაც იქ ხდება – ყველაფერი რუსულია! პოლიტიკა არ ცხოვრობს იქ, სადაც ოკუპაციაა. ვერ ცხოვრობს! – გამორიცხულია, როცა რუსული ოკუპაციაა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული