fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვისთვის ომი, ვისთვის – ბიზნესი: СБУ-ს სკანდალური დაკავებები

კიევში, ლვოვსა და მიკოლაევში СБУ-მ უკრაინელი წვევამდელების ქვეყნიდან გაყვანის რამდენიმე სქემა აღმოაჩინა და გეგმები ჩაშალა, სქემის შემქმნელები კი დააკავა.

ამ “სქემის” მომსახურების საფასური 4-დან 15 ათას აშშ დოლარამდე მერყეობდა, რეგიონისა და შემკვეთის აღმოჩენის რისკის გათვალისწინებით. კიევში ამ სქემით დაკავებული აღმოჩნდა “ოპოზიციური ბლოკის” სახალხო დეპუტატის თანაშემწე. ის ამზადებდა დოკუმენტებს, რომელთა წარმდგენი გათავისუფლებული იყო სმხედრო ვალდებულებისგან, ამ “მომსახურებისთვის” კი დეპუტატის თანაშემწე 15 ათას აშშ დოლარს იღებდა.

  • შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.
  • გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt
  • გმადლობთ ნდობისთვის!

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული