მას შემდეგ, რაც დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის მიერ მიტანილი ნიერიშები გრძელდება და სისტემატურ ხასიათს იღებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ნახევარკუნძულზე მცხოვრებ უკრაინელებს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომებისკენ მოუწოდებენ.
ბოლო აფეთქება მიკოლაევიდან 166 კმ-ით დაშორებულ მეჟვოდნოესთან მოხდა – ხანძრის ალშია გახვეული რუსი ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილი, ასევე რუსული სამხედრო ბაზა. ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, რომ იერიში უკრაინელებმა მიიტანეს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ტამილა ტაშევამ “ფეისბუქით” მოუწოდა ყირიმში მყოფ უკრაინელებს, მოძებნონ უსაფრთხო ადგილები და თავი შეაფარონ.
შეგახსენებთ, ყირიმის ნახევარკუნძულზე აფეთქებები მოხდა ჯანკოის, საკის, გვარდიისკოეს ტერიტორიებზე, ამ ჩამონათვალს კი დღეს მეჟვოდნოეც დაემატა.
–
გვადევნეთ თვალი ტელეგრამზე, 24/7: მეტი ამბავი, მეტი კადრი, მეტი ფოტო –