fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სკანდალური და აქამდე უცნობი დეტალები გუდაურის ტრაგედიაზე

რა მისწერეს სამხედრო მიმომხილველ უჩა აბაშიძეს გუდაურში “მი-8” სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფაზე და რა შენიშვნები დაურთო მან აღწერას, რომელიც ტრაგედიის თვითმხილველისგან მიიღო:

უჩა აბაშიძე, რომელიც ცნობილია მრავალათასიანი გამომწერებით მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე შეუდგა კონფლიქტის კომპენეტურ ანალიზს, აქვეყნებს წერილს, რომელიც მას მისწერეს:

ჟურნალისტური გამოძიების პატარა შედეგები:

“სალამი უჩა , მოკლედ მი-8 ვერტმფრენის ჩამოვარდნის თემას შევეხები, ჯერჯერობით საჯაროდ არ ვსაუბრობ არც კომენტარებში, ველოდები რა მოხდება.
მოკლედ ადგილზე შევესწარი სიტუაციას, პარაპლანის შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა:

შემთხვევიდან ნახევარ საათში დაკიდეს თოკები და პარაპლანის მგზავრიც და პილოტიც, რომლებიც კლდეზე იყვნენ დაკიდებულები, გადავიყვანეს დაცვაზე, რო არ ჩაჩეხილიყვნენ კლდეზე (საკუთარი ძალებით ქნეს ეს იქ ხალხმა და სხვა პარაპლანერისტებმა [ჩემი-შენიშვნა] )
მერე მოვიდა სამაშველო გუდაურის, რომელსაც არ ქონდა არც თოკი არც არანაირი აღჭურვილობა,
მერე მოვიდა ყაზბეგის სამაშველო, ქონდათ რაღაც თოკები მაგრამ არ ქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა.
2 საათი ყველა ითხოვდა სამთო საკაცეს და 2 ცალ 200 მეტრიან თოკს, რო ამოეყვანათ, რომელიც სამწუხაროდ, არ მოიძებნა.
პარაპლანის მგზავრს რომ არ ესინჯებოდა პულსი, მერე გამოიძახეს ვერტმფრენი.
(ასე ვიგებთ რო ვიღაც ჩასული იყო დაშავებულებთან და უშუალოდ კონტაქტირებდა მათთან. [ჩემი-შენიშვნა] უბრალოდ ვერ ამოჰყავდათ, ანუ პირველად სამედიცინო დახმარების გაწევა შეიძლებოდა და მიმდინარეობდა ადგილზე, ალბათ)
ვერტმფრენი იყო სვანეთში, პრემიერი ყავდა ჩაყვანილი, დააგვიანდა იმაზე მეტი, ვიდრე გვითხრეს მოსვლა.
(1 ვერტმფრენი რო 7 საქმეს აკეთებს და მერე გვიკვირს პილოტის დაღლა და მეტალის დაღლა ცალკე საკითხია… [ჩემი-შენიშვნა] )
პილოტი ჩქარობდა ძაან, დაშავებულთან დაახლოებით 20 მეტრის თავზე მიფრინდა კლდეებთან, როცა შეეძლო, მაღლა დაკიდებულიყო და ლებიოტკა დაეშვა მაღლიდან (ამბობენ რო ლებიოდკა 80 მეტრიანი ქონდაო).
მაგრამ რატომღაც ახლოდან მივიდნენ,
(ნუ ანუ ხალხს ვიღაცამ ასე აუხსნა რო 20 მეტრზე ჩასვლა ცუდია და რო 80-დანაც შეეძლო, მართლა შეეძლო თუ არა და რატომ გადაწყვიტა პილოტმა ასე – ცალკე საკითხია [ჩემი-შენიშვნა] ).
მოკლედ, მიწაზე მდგომ მაშველებს არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ ვერტმფრენთან (რაც მე ვნახე),
კლდეს გამოედო კუდის პროპელერით და მოხდა ის, რაც მოხდა (მე ასე დავინახე),
მერე დაიწყო პანიკა როგორც ხალხში ისე სამაშველოში, ბოლოს, როგორც იქნა მოვბილიზდით და ისევ სამთო საკაცით ამოსაყვანი გახდა პარაპლანის პილოტი, მგზავრი დაიღუპა ამასობაში.
ბოლოს მოვიდნენ 2 კაცი სამთო სამაშველო ვინც თავის თავზე აიღო და როგორც იქნა, მოაბეს თავი (სავარაუდოდ ალპინისტებზეა საუბარი [ჩემი-შენიშვნა] ),
დანარჩენი, რაც მე იქ ვუყურე, ელემენტარული კვანძი არ იცოდნენ მანამდე ვინც იყვნენ და ღია კარაბინზე ქონდათ დაცვა აწყობილი, საპატრულო საერთოდ რას აკეთებდა, არ იცოდა, ელემენტარული გზა ვერ დაკეტეს და სამედიცინო ჯგუფმა სულ ელემენტარული არ იცოდა დაშავებულთან მოქცევა…
მე რასაც ვუყურე, გუდაურის ტრაგედია რაც მოხდა, მენეჯმენტის, ლოჯისტიკის და ორგანიზების ბრალია: არანაირი კომუნიკაცია და გეგმა არ იყო მაგ სამაშველოზე, უბრალოდ ყველა აკეთებდა “რაღაცას”, ქაოსში თავისი გადაწყვეტილებით, და მივიღეთ ეგ შედეგი…” – წერენ უჩა აბაშიძეს.

შეგახსენებთ, გუდაურში, 29 ივლისს, პარაპლანის ინსტრუქტორისა და მგზავრის – უცხოელი ტურისტის საძებრად წასული ვერტმფრენი კლდეს გამოედო და ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული