fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევასტოპოლში ბელბეკის აეროდრომი დაიბომბა, ავიაბაზაზე დეტონაციაა

სევასტოპოლი,- ბელბეკის აეროდრომი, ბელგოროდი – ქალაქის განაპირა ნაწილი, ბელგოროდი – სტარი ოსკოლი, ასევე დროებით ოკუპირებული ენერგოდარი და ნოვა კახოვკა – ეს იმ ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალია, რომლებზეც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

მაგალითად, ბელბეკის ცნობილ აეროდრომზე, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები იყო ბაზირებული, ოთხი აფეთქების შესახებ იტყობინება “როიტერი”, ხოლო დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი იგორ სტერლკოვი (გირკინი), რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელ პირთა კრიტიკით გამოირჩევა, ადასტურებს, რომ ბელბეკის აეროდრომზე დარტყმას დეტონაცია მოჰყვა, ამასთან, ამ დრომდე უცნობია, რამდენი თვითმფრინავი იყო იქ ბაზირებული.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსულ ქალაქ ბელგოროდში, მინიმუმ, ორი აფეთქების შესახებ. ბოლო აფეთქება იქ სტარი ოსკოლის საბრძოლო მასალების საწყობთან მოხდა. აფეთქების ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

აფეთქებების ხმა ისმოდა საღამოს ასევე დროებით ოკუპირებულ ენერგოდარსა და ნოვა კახოვკაში.

ბელბეკის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის თანაშემწემ ოლექს არესტოვიჩმა, რომელიც, რასაკვირველია, ირონიული გახლდათ:

ოლექს არესტოვიჩის ირონიული კომენტარი

ამავე დროს, ამ აფეთქებებიდან მალევე უკრაინის, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ფრთოსანი რაკეტები ისროლეს როგორც კასპიის ზღვიდან, ასევე შავი ზღვიდან, თუმცა, უცნობია, რაკეტების გაშვება რაკეტების მატარებელმა მცურავმა საშუალებებმა გაუშვეს თუ თვითმფრინავებმა.

გვადევნეთ თვალი ტელეგრამზე, 24/7: მეტი ამბავი, მეტი კადრი, მეტი ფოტო –

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული