უკრაინული მედიის ცნობით, СБУ-მ გამოძიება დაიწყო გენერალ-მაიორ დიმიტრი მარჩენკოს წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მიკოლაევის თავდაცვის მოქმედი ხელმძღვანელია.
როგორც ერთ-ერთი უკრაინული მედიაჯგუფი “ბაბელი” წერს, შესაძლოა, საქმე უკავშირდებოდეს დიმიტრი მარჩენკოს მხრიდან უკრაინული მედიისთვის რამდენჯერმე მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ცალსახად აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდის დაბომბვა გარდაუვალია.
იქვე მარჩენკო აღნიშნავდა, რომ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყირიმის ნახევარკუნძულს, საომარი მოქმედებების გზით, ამის შემდეგ კი დაიბრუნებს ხერსონს, დონეცკსა და ლუგანსკსაც.