fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიის აეს-ი დანაღმეს – The Insider

უკრაინული ინტერნეტგამოცემა “ინსაიდერი” წერს, რომ მისთვის სარწმუნო წყაროსგან მიწოდებული ინფორმაციით, ოკუპანტმა სამხედროებმა დანაღმეს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის სამანქანო დარბაზი, სხვა წყარო კი იუწყება, რომ დანაღმულია ტერიტორია აეს-ის ირგვლივ.

ამასთან, წყაროსა და დაზვერვის მონაცემების მიხედვით, სოფელ ვოდიანნოესთან, რომელიც ზაპოროჟიის აეს-ს ესაზღვრება, “გრადების” ბატარეაა განთავსებული, ხოლო ნაღმებსა და საბრძოლო მასალებს ოკუპანტები უშუალოდ იმ ენერგობლოკების სიახლოვეს ინახავენ, რომლებიც ესტაკადასთან ახლოსაა, ხოლო საბრძოლო კომპლექტების ნაწილი უშუალოდ ენერგობლოკის შიდა ტერიტორიაზეა განთავსებული.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული