უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტებს გაქცევა ან დანებება შესთავაზა:
“თქვენ ვერ გაიგებთ კონკრეტულ ინფორმაციას არცერთი პასუხისმგებელი პირისგან. რადგან ეს არის ომი და ასე ხდება – ომში. მაგრამ ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ გავყრით საზღვრამდე. თუ სად გადის ჩვენი საზღვრის ხაზი, ეს კარგად იციან რუსებმა, ის არ შეცვლილა.
თუ მათ სურთ გადარჩენა, რუსი სამხედროები უნდა გაიქცნენ დროულად: წადით ყველანი სახლებში!
თუ თქვენ გეშინიათ დაბრუნდეთ საკუთარ სახლებში-რუსეთში, მაშინ ასეთები ჩაბარდით ტყვედ და ჩვენ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულების გარანტიას მოგცემთ.
თუ თქვენ არ მომისმენთ, საქმე გექნებათ ჩვენს დამცველებთან, რომლებიც არ გაჩერდებიან მანამ, სანამ არ გაათავისუფლებენ იმას, რაც ეკუთვნის უკრაინას. და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნა, ჩვენ ამას ვითხოვთ, უკვე 187-ე დღეა!”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს უკრაინის არმიამ ხერსონის მიმართულებით წარმატებული შეტევა განახორციელა.