მოსკოვში დაწვეს რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილის ევგენი სეკრეტარევის BMW X6.
სეკრეტარევი მე-8 სამმართველოს თანამშრომელია, ეს სამმართველო კი ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. მანქანა კორპუსის სადგომზე, ლენინგრადის გზატკეცილზე იდგა.
კადრებში ჩანს, რომ აფეთქდა საბარგულიც. მანქანის უკანა ნაწილი მთლიანად დაიწვა. რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ მანქანა, სავარაუდოდ, ქალმა დაწვა.