fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსეთი დნეპრზე თავდასხმას ვერ შეძლებს, ჩერნიგოვისთვის კი ძალა არ ეყოფა – ჟდანოვი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს ომის მიმდინარეობას, ამბობს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს დნეპრზე თავდასხმას, ხოლო ჩერნიგოვზე თავდასხმისთვის მას ძალები არ ეყოფა.

მისი თქმით, დნეპრსა და ჩერნიგოვზე პირდაპირი თავდასხმის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

“ჩრდილოეთით საზღვარი გამაგრებულია და 24 თებერვლის სცენარის გამეორება გამორიცხულია”, – ამბობს ჟდანოვი. მისი თქმით, ოკუპანტები უკვე დარწმუნდნენ, რომ უკრაინის ქალაქებზე შეტევა არაფრისმომცემია მათთვის, რადგან ასეთ შემთხვევებში დიდ დანაკარგს თავიდან ვერ აიცილებენ.

რაც შეხება დნეპრს, ოლეგ ჟდანოვის თქმით, დამპყრობლები უკრაინელთა თავდაცვის ზღუდეების გარღვევასა და ქალაქზე შეტევას ვერ მოახერხებენ, თუმცა ამ რისკების საბოლოოდ გამორიცხვაც არ შეიძლება.

შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას. თქვენთან ერთად ბრძოლა ამ საინფორმაციო ომში, ჩვენთვის დიდი პატივია, ამავდროულად, გვჯერა, ეს ერთობლივი ბრძოლა ერთობლივი გამარჯვებით დასრულდება. გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt

გმადლობთ ნდობისთვის!

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული