fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

როგორი ჯავშანჟილეტები “იცავს” რუს ჯარისკაცებს უკრაინაში – ვიდეოექსპერიმენტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დაარტყეს ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულ რუსულ ობიექტებს. მათ გაანადგურეს ულტრათანამედროვე, შეიარაღებაში 7-8 წლის წინ მიღებული რადიოლოკაციური სადგური, 55Zh6M Nebo-M-ი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს S-300-თან ერთად. აღსანიშნავია, რომ Nebo-M-ს სამიზნეების დაფიქსირება 600 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.

ამავე დროს, უკრაინელები ისევ აქტიურად უტევდნენ სამხრეთის ფრონტზე, სადაც, ალაფის სახით, რუსული ჯავშანტექნიკაც იგდეს ხელთ.

მისაკუთრებულ МТЛБ-ში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი ჯარისკაცხებისთვის განკუთვნილი ჯავშანჯილეტებიც იპოვეს. ისინი დაინტერესდნენ, რა იდო ჯავშნის სახით ჟილეტში და რაც იქ აღმოაჩინეს, გაგაოცებთ: თხელი რკინის ფირფიტა, რომელიც, სინამდვილეში, პისტოლეტის ტყვიისგანაც ვერ იცავს. ამის დასამტკიცებლად, უკრაინელებმა იქვე ჩაატარეს მცირე ვიდეოექსპერიმენტი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული