უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო საამმართველოს თანამშრომლები მადლობას უხდიან იმ რუს ტურისტებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იღებენ ფოტოებს ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან.
“შესაძლოა, ზედმეტად უხეშები ვართ რუსი ტურისტების მიმართ… ხანდახან ისინი შეიძლება მართლაც დაგეხმარონ. მაგალითად, ეს კაცი რომელმაც სურათები გადაიღო რუსეთის საჰაერო თავდაცვის პოზიციებთან ევპატორიასთან, ოკუპირებულ ყირიმში. მადლობა და ასე გააგრძელე!” – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ღია წყაროების ანალიზის პრინციპით, მსგავსი ფოტოებიდან სპეციალისტებს მარტივად შეუძლიათ ლოკაციის დადგენა და ფოტოზე გამოსახული ტექნიკის დაბომბვა. ასეთ შემთხვევებში, ის რუსი ტურისტები, რომლებიც ტექნიკასთან პოზირებენ, ფაქტობრივად, მიმართულების მიმცემის როლს ასრულებენ, რის შემდეგაც საქმეში დამმიზნებლები ერთვებიაქნ და, როგორც წესი, ობიექტი ნადგურდება.
მსგავსი ფაქტები ხშირია უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზეც, როცა უკრაინის მოაქალაქეები სელფებს იღებენ ან უკრაინულ ჯავშანტექნიკასთან, ან რუსი ოკუპანტებისთვის ჩამორთმეულ სისტემებთან, რითაც უნებლიედ ასრულებენ სასარგებლო იდიოტების როლს.
იგივე ითქმის აფეთქებებზეც, როცა არასწორად მოხვედრილი ჭურვის ჩამოვარდნის ადგილს იღებენ, აქვეყნებენ და რამდენიმე წუთში, დამმიზნებელი ამ გადაღებული მასალის საფუძველზე, კოორდინატებს ასწორებს და ჭურვს/რაკეტას ხელმეორედ უშვებს.