fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ყირიმში დამსვენებელ რუს ტურისტებს ხავერდოვანი სეზონი ჩაეშალათ (ვიდეო)

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე დღეს მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ (ერთი სიმფეროპოლიდან 13 კმ.-ში მოხდა) სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში, ასევე, ყირიმის სხვა საზღვაო ქალაქებში დასასვენებლად ჩასულ რუს ტურისტებს ხავერდოვანი სეზონი ჩაეშალათ.

გვარდეისკიზე მიტანილი იერიშის შემდეგ, სიმფეროპოლის ვაგზალზე დიდი რიგია – ტურისტები ქალაქს სასწრაფო წესით ტოვებენ. ამ სამზადისის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებსა და სხვა ვიდეოპლატფორმებზე ვრცელდება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ყირიმიდან წასვლის მსურველი ყველა რუსი ტურისტი ამას ვერ მოახერხებს, რადგან ადგილობრივმა, მარიონეტულმა ხელისუფლებამ რუსეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლების გრაფიკი შეცვალა და ბრეისები გააუქმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით აფეთქება მოხდა ჯანკოის რაიონში (230 კმ მიკოლაევიდან), სადაც ერთ-ერთ ყველაზე დიდი რუსული საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა (ამ საწყობიდან მარაგდებოდა რუსული შენაერთები თითქმის მთელ სამხრეთის ფრონტზე), ხოლო ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთი აფეთქება სამხედრო აეროდრომზე, სიმფეროპოლთან მოხდა. ამავე დროს, ქალაქ სევასტოპოლში ტერორისტული საფრთხის ყვითელი (მაღალი) დონე გამოცხადდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული