უკრაინელი გენერალ-მაიორი დიმიტრი მარჩენკო აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გარდაუვალი ქმედებაა.
“ჩვენ ყირიმის ნახევარკუნძულს ომის გზით გავათავისუფლებთ. ყირიმი უკრაინაა, ის ჩვენი მიწაა, იმ მიწაზე ჩვენი ხალხი ცხოვრობს. არავის მიუცია უფლება რუსეთისთვის, მისულიყო, მიწის ნაწილი მიეთვისებინა და ეთქვა: “კრიმ ნაშ”. ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს ისევე, როგორც დავიბრუნებთ ხერსონს, ლუგანსკსა და დონეცკს”, – ამბობს გენერალ-მაიორი.