fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ომის დანაშაულის – ქალზე ძალადობის ამსახველი კადრები ოკუპანტებმა თავად გამოაქვეყნეს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდას შემდეგ არაერთხელ მოხდა ისე, რომ ომის დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები, ვიდეომტკიცებულების სახით, თავად ოკუპანტებმა გადაქიღეს და დატოვეს: ძალადობა ჩვილზე, დამამცირებელი წამება და დახვრეტა, წამება, ქურდობა, ძარცვა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ის ფოტო და ვიდეომასალებისა, რომლებიც უკრაინელ სამართალდამცველებს ხელში ვერ ჩაუვარდებოდათ, რომ არა თავად ოკუპანტები, რომლებმაც თავიანთი დანაშაულებრივი მოქმედებების დოკუმენტირება გადაწყვიტეს.

მორიგი ასეთი ვიდეომტკიცებულება ხერსონის ოლქიდან – ოკუპანტები ძალადობენ უკრაინელ ქალზე და ამ პროცესს ვიდეოზე იღებენ. ვიდეოკადრები რამდენიმე ნაწილად, სხვადასხვა დახურულ ჯგუფში გავრცელდა. “ალფა სიხშირე” გთავაზობთ პროცესის დასაწყისის ამსახველ ვიდეოს, სადაც მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა კარგად ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის სპეცსამსახურებმა და ვიდეომასალების გაშიფრვის სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა ადგილმდებარეობისა და ძალადობის პროცესის მონაწილეთა გაშიფრვაზე, რაც, უმეტესწილად, წარმატებით სრულდება ხოლმე, შემდეგ კი საქმეში პარტიზანები ერთვებიან. იმედს ვიტოვებთ, მასალის განახლება სწორედ ამ წარმატების აღწერით მოგვიწევს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული