fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ომის ახალი ფაზა უკრაინის სამხრეთში იწყება – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება, რომელიც ქვეყნის სამხრეთში განვითარდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებშია ნათქვამი.

დაზვერვის მონაცემებში აღნიშნულია, რომ ძირითადი ფრონტი 350 კმ სიგრძის ზოლი იქნება, ზაპოროჟიიდან ხერსონამდე. ამ ფაზისთვის მზად დასახვედრად რუსი ოკუპანტები ტექნიკის გადასროლას სწორედ სამხრეთისკენ აპირებენ.

მაგალითად, დაზვერვის მონაცემებით, ყირიმში გადაისროლეს 25 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, თითოში 800-1000 სამხედროს შემადგენლობით, რომლითაც ხერსონის ოლქში განთავსებული რუსული დაჯგუფებების გაძლიერებას გეგმავენ.

ამავდროულად, სამხრეთის მიმართულებით ომის განსაკუთრებული, ახალი და აქტიური ფაზის დაწყებას ადასტურებენ თავად უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო ცენტრშიც:

“არის მუქარა, რომ დგება ომის განსაკუთრებულად აქტიური სტადია და ამ მუქარის ფონზე ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მართლაც ასე მოხდეს”,- განაცხადა სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

“ჩვენ პანიკა არ უნდა დაგვეწყოს. სხვადასხვა საკრალური წყაროები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ და ყველა წყარო ამბობს, რომ მოსახლეობვის ევაკუაციაა აუცილებელი. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ჩვენი სამხედროების დახმარებისკენ მოვუწოდებთ. მტერმა იცის, რომ ჩვენ აქტიური საბრძოლო მოქმედებებისთვის ვემზადებით და, ბუნებრივია, თვითონაც ემზადება”, – თქვა ნატალია გუმენიუკმა.

შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.

გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt

გმადლობთ ნდობისთვის!

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული