fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ნუ აშეარებთ არაპროფესიონალურ ბოდვებს, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება – კახა ესებუა ხერსონის აღებაზე

სამხედრო ექსპერტი კახა ესებუა მიმოიხილავს უკრაინის სამხრეთ ფრონტზე რეალურად არსებულ ვითარებას და წერს:

“უკრაინელები უკვე რამდენიმე თვის მანძილზე არბილებენ მდინარე ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ რუსულ დაჯგუფებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს – ხერსონის ოლქის დიდი ნაწილი დნეპრის მარცხენა სანაპიროზეა, ქალაქი ხერსონი და ოლქის მცირე ნაწილი კი მარჯვენაზე.

ამ მარჯვენა სანაპიროს დაჯგუფებას უტევენ უკრაინული ძალები. ეს დაჯგუფებები ხერსონის ოლქის დანარჩენ ნაწილს უკავშირდება ანტონოვსკისა და ნოვა კახოვკის (დამბის) ხიდებით. ორივე ეს ხიდი ამჟამად უკრაინული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა და მათზე გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერებულია.

უკრაინელებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული ლოგისტიკის სისტემა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე. ხერსონის რუსული დაჯგუფება ამ ეტაპზე განიცდის საბრძოლო მასალების დეფიციტს, ლოგისტიკური სისტემა პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს და ეს დაჯგუფება ეტაპობრივად ოპერატიულ ალყაში ექცევა.

თუმცა – უკრაინა არ წავა ბლიც-კრიგზე. მისი ქვედანაყოფები არ არიან მზად სწრაფი ჯავშანსატანკო მანევრისთვის. ამ ტიპის ოპერაციები რუსებს როგორც ჩაუვარდათ, კი ვნახეთ, არადა ამ ტიპის ოპერაციებისთვის ემზადებოდნენ 15 წლის მანძილზე. მანევრის ფორმებზე ძველ პოსტებში მიწერია, აქ აღარ ავხსნი.

უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ტიპის მანევრს ჭირდება თვალდახუჭული კოორდინაცია, ერთიანი ძალიან ძლიერი და ამავდროულად ადვილად გაშლადი/მობილური მართვისა და კონტროლის სისტემა, ქვედანაყოფების შერწყმული მოქმედება, ცეცხლის სრული ინტეგრირება, მობილური ლოგისტიკა.

Combined Arms Maneuver არის ურთულესი რამ და მისი კარგად შესრულება მსოფლიოში არც ისე ბევრ არმიას შეუძლია. კომბინირებული ოპერაციების წარმოება ურთულესი რამაა სტატიკურ თავდაცვაშიც კი, შეტევაში კი ის 10-ჯერ უფრო რთული შესასრულებელია.

ამიტომ, უკრაინა შეუტევს ნელა. მოსინჯავს სუსტ წერტილებს, გააკეთებს ტაქტიკურ გარღვევას, გადაჯგუფდება, გააგრძელებს საცეცხლე დამუშავებას, ისევ ტაქტიკური გარღვევა და ა.შ. მთავარია, რომ უკრაინელებმა გააგრძელონ წერტილოვანი დარტყმები კრიტიკული შესაძლებლობების გასანადგურებლად.

კიდევ ერთხელ, stop making stupid people famous, ნუ აშეარებთ არაპროფესიონალურ ბოდვევს და ნუ აქმნევინებთ მათ არარეალისტურ მოლოდინებს.

სტრატეგიულად ხერსონის რუსული დაჯგუფება განწირულია, თუმცა ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული