fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ნოვოფიოდოროვკის აეროდრომზე დარტყმისას 60-მდე პილოტი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა

მას შემდეგ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ნოვოფიოდორევკის სამხედრო აეროდრომზე უკრაინის მიერ მიტანილი იერიში, დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს, აეროდრომზე იერიშის დროს, მინი9მუმ, 60 პილოტი და სამოქალაქო პირი დაიღუპა, 100-მდე კი დაიჭრა.

აეროდრომის ფუნქციონირების აღსადგენად რუს ოკუპანტებს მოუწევთ ერთწლიანი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

ამავე დროს, The Washington Post წერს, რომ აშშ უარყოფს ყირიმის ნახევარკუნძულზე, ნოვოფიოდოროვკის აეროდრომის დაბომბვის დროს დასავლური იარაღის გამოყენების ფაქტს, ამავე დროს, არ გამოირიცხება, რომ აშშ დაეხმარა უკრაინას მისი რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის სრულყოფაში, რაც გადაჭრიდა GPS დამიზნებით ობიექტებზე იერიშის მიტანას.

“ვაშინგტონ პოსტი”, ისევე როგორც სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტები, ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს “გრომზე” მიანიშნებენ, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც “ATACMS, გაორმაგებული მარგი დატვირთვით”.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ნოვოფიოდოროვკაში უკრაინელთა მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ ყირიმს ათეულ ათასობით რუსი მოქალაქე ტოვებს. საცობი 100 კილომეტრზეა გადაჭიმული სიმფეროპოლიდან ქერჩამდე.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინის საჰაერო ძალები ოფიციალურად ადასტურებენ სარაკეტო იერიშის შედეგად ყირიმში, ნოვოფიოდოროვკასთან საკის აეროდრომზე ოკუპანტების 9 საფრენი აპარატის განადგურებას.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ სამხედრო აეროდრომზე ბაზირებული იყო –

14 ერთეული-Su-30Sm-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი

16 ერთეული Su-24M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი

6 ერთეული Mi-8AmTSh-ს ტიპის სატრანსპორტო-მოიერიშე ვერტმფრენი

1 IL-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული