fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ნოვა კახოვკის კოლაბორანტმა დედა საქართველოში, რესტორნის საყიდლად გაუშვა [video]

დროებით ოკუპირებული ხერსონის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის ნოვა კახოვკის გამგებელი, შესაძლოა, საქართველოში იყო ჩამოსული იმ პერიოდში, როცა ის “უკრაინის ადმინისტრაციის რადარებიდან გაქრა”, – ამის შესახებ ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის თანაშემწე სერგეი ხლანი “ინსაიდერის” ეთერში ჰყვება, როცა იმ შიშებზე საუბრობს, რაც ხერსონის ოლქის ჩინოვნიკებს უკრაინის არმიის წარმატებული იერიშების შემდეგ გაუჩნდა.

“ალფა სიხშირე” გთავაზობთ ამონარიდს სერგეი ხლანის მონათხრობიდან, სადაც ის სწორედ იმაზე საუბრობს, რომ ნოვა კახოვკის კოლაბორანტმა გამგებელმა პაველ ფილიპჩუკმა, რომელიც კახოვკას ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ ივან ეფიმენკოსთან მეგობრობს (ეფიმენკო საკუთარ, დაჯავშნულ მანქანაში სულ ცოტა ხნის წინ ააფეთქეს პარტიზანებმა, თუმცა, გადარჩა), საქართველოში რესტორნის შესაძენად დედამისი გამოუშვა. ხლანის თქმით, არაა გამორიცხული, თვითონ ფილიპჩუკიც საქართველოში ყოფილიყო ჩასული:

“ცოტა ხნის წინ ის ჩვენი მეთვალყურეობის რადარებიდან გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა. როგორც კახოვკაში ამბობენ, არაა გამორიცხული, დედამისის ბიზნესისთვის თვალის შესავლებად საქართველოში ყოფილიყო ჩასული და აქ მთავარი თემა და ინტერესი ისაა, თუ რატომ აირჩია ფილიპჩუკმა მაინცდამაინც საქართველო და არა, ვთქვათ, რუსეთი, რომელსაც ემსახურება და განადიდებს”, – ამბობს სერგეი ხლანი.

საინტერესოა ისიც, რომ ფილიპჩუკმა ბიზნესის საქართველოში დასაწყებად ფული სწორედ კოლაბორაციული გზებით: კრიმინალურ ავტორიტეტთან კავშირით და ადგილობრივი მოსახლეობის, პროუკრაინულად განწყობილი მეწარმეებისგან ფულის გამოძალვით იშოვა.

რასაკვირველია, დამატებით შეკითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რატომ ვუშვებთ ქვეყანაში უკრაინელ კოლაბორანტებს და რატომ არ ითხოვს ქართული მხარე სიას, რომელიც უკრაინულ მხარეს, კოლაბორანტთა სახელებისა და გვარების, ფოტოების მითითებით, ცალკე ბაზაში აქვს აღრიცხული.

შეგახსენებთ, საქართველოში რამდენჯერმე არ შემოუშვეს რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, როგორც რუსი, ასევე უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები.

აქვე გეტყვით, რომ ნოვა კახოვკაში უკრაინელებმა ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ, “ჰაიმარსით” ააფეთქეს რუსული შენაერთების კუთვნილი საბრძოლო მასალების საწყობი და სამხედრო ბაზა.

შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.

გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt

გმადლობთ ნდობისთვის!

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული