ირაკლი ჩხვირკია, “ალფა სიხშირის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, უკრაინაში იმყოფება, სადაც დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. ექსპედიციის ფარგლებში, ჯგუფი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და ომის რეალობაში მცხოვრები უკრაინელების ყოფა აღწერს.
“გუშინ, მთელი დღე დავდიოდი კიევის შემოგარენში. მოვიარე რამდენიმე სოფელი, დაბა და დასახლებული პუნქტი სადაც სულ ცოტა ხნის წინ რუსი ოკუპანტები ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ. ამ ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან მოჩანდა სკოლა, რომელიც ორკებმა დაბომბეს, დაწვეს და გაანადგურეს.
უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა. თუმცა არასდროს ყოფილან საერთო ეროვნულ გამარჯვებასთან ისე ახლოს, როგორც დღეს არიან.
მთელი დღის ნაგროვები სევდა და ნაღველი სახეზე მაწერია, ბრაზიც…
მოგიტ*ანთ რუსეთი და რუსეთუმეობა, ყველას, ქალიან-კაციანად!
წარმომიდგენია რა დამხვდება ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში სადაც მომდევნო დღეებში მომიწევს ჩემი თვალით ვნახო ღორკების ნამოქმედარი ბოროტება.
ჩვენ გავიმარჯვებთ!
ჩვენ გავიმარჯვებთ ბოროტების იმპერიაზე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!
– დიდება თავისუფლების მოყვარულ თავისუფალ ხალხებს!” – წერს ირაკლი ჩხვირკია.
“ალფა სიხშირის” ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეომასალები შეგიძლიათ ნახოთ YOUTUBE-არხზე: https://www.youtube.com/channel/UCraHLgBkgSm6s6UJOSXn71A