მოსკოვის ოლქის დასახლება ბოლშიე ვიაზემთან ააფეთქეს ავტომანქანა, რომელიც პუტინისტი პოლიტოლოგის ალექსანდრე დუგინის შვილს ეკუთვნოდა. მანქანაში მყოფი დარია დუგინა დაიღუპა.
დარია დუგინა Land Cruiser Prado-ს მართავდა. პოლიცია მიიჩნევს, რომ ტერაქტის სამიზნე სწორედ დუგინის შვილი იყო. თვითმხილველთა ცნობით, აფეთქება მოხდა, როცა დარია დუგინა მოჟეიკის გზატკეცილზე მოძრაობდა, ლენდ კრუიზერის ნაწილები ირგვლივ მიმოიფანტა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის დომინირებს ვერსია, რომ მანქანაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.