“დაიმალე, ნამსხვრევები მოფრინავს, ბლ**დ! აი, ეს მესმის!…” – ასეთი შეშინებული შეძახილების ისმის რუსი სამხედროს ვიდეოჩანაწერში, რომელიც თანამებრძოლ ოკუპანტთან ერთად ხერსონის ერთ-ეღთ ხიდზე აღმოჩნდა, როცა უკრაინელებმა მას დაარტყეს.
კადრებში ჩანს მანქანა, რითაც ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ. მათ კაბინა დატოვეს და მანქანის ქვეშ შეძვრნენ, რათა თავი დაეცვათ ნამსხვრევების მოხვედრისაგან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქში თითქმის ყველა ხიდი განადგურებულია.
“რუსეთის არმიას ყირიმის ნახევარკუნძულიდან საბრძოლო აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის მომარაგება შეუწყდა.
Himars-ებმა გაანადგურეს ანტონოვსკის სარკინიგზო და საავტომობილო, ასევე ნოვა კახოვკის ხიდები. ამ ეტაპზე ოკუპანტებს მხოლოდ დარჩათ საფეხმავლო და საპონტონე გადასასვლელები, რომლებიც საცეცხლე კონტროლზეა აყვანილი”, – ნათქვამია არმიის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი კი ხერსონის მიმართულებით უკრაინის არმიის მიერ წამოწყებულ კონტრშეტევას ასე ეხმიანება:
“ბოლო რამდენიმე საათია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით, ხერსონის მიმართულებაზე მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე დარჩენილ რუსულ დაჯგუფებაზე მასიური შეტევითი ოპერაციები წამოიწყო.
რამდენიმე მიმართულებიდან ტაქტიკური დონის შეტევითი ოპერაციები კომბინირებული ძალებით წარმოებს. ჩართულია ტანკები და მექანიზირებული ნაწილები.
არტილერიის ცეცხლით მხარდაჭერას სხვა სისტემებთან ერთად ახდენენ HIMARS ებიც.
ამ მომენტში განსაკუთრებით ძლიერი შეტევა დაჯგუფების ცენტრში სუხოი სტავოკთან მიდის.”