ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ყირიმში მცხოვრებ უკრაინელებს, თავიდან აიცილონ რუსული ბაზების სიახლოვეს ყოფნა:
“მოერიდეთ რუსული ბაზებისა და აეროდრომების ახლოს ყოფნას და მიაწოდეთ ყველა სახის, თქვენთვის ცნობილი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს ოკუპანტების შესახებ, რათა ყირიმის გათავისუფლება მალე მოხდეს”, – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პრეზიდენტი ზელენსკი.