18-19 აგვისტოს მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რუსული საბრძოლო მასალების საწყობი და ერთი ბაზა გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ფრონტის სარდლობა იტყობინება.
ამასთან, ცნობილია, რომ ოკუპირებული მარიუპოლიდან ზაპოროჟიის მიმართულებით გასული რუსული ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის კოლონა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა: მარიუპოლელმა პარტიზანებმა კოორდინატები უკრაინელ არტილერისტებს მიაწოდეს, რომლებმაც რუსეთის კოლონის მარშრუტი ოპერატიულად დაამუშავეს.
გუშინ, 19 აგვისტოს, ღამის განმავლობაში, საჰაერო განგაშისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის ხმები სიმოდა სევასტოპოლსა და ქერჩში, ხოლო უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ქალაქიდან გასვლის მსურველი მანქანებისგან დიდი საცობი წარმოიქმნა.
რუსი ოკუპანტები ხარკოვის მიმართულებით წინ წაწევას ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელებმა მათი შეტევები მოიგერიეს. ფრონტის ხაზზე საგრძნობი ცვლილებები, ჯერჯერობით, არ არის.