fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მელიტოპოლზე დარტყმის დროს ФСБ-ს თანამშრომლები ტრუსისამარა გარბოდნენ – “რია-მელიტოპოლი”

მელიტოპოლში უკრაინელი პარტიზანების შეტევის დროს, როცა მათ ქალაქის ცენტრში სასტუმრო ააფეთქეს, სასტუმროში მყოფი ФСБ-ს თანამშრომლები, რომლებიც სექსმუშაკებთან ერთობოდნენ, ტრუსისამარა გარბოდნენ, რათა თავი გადაერჩინათ. მელიტოპოლში ჩასული უწყების თანამშრომლებისთვის გასართობი საღამოს მოწყობაზე ადგილობრივმა ყოფილმა პოლიციელმა იზრუნა.

სასტუმრო “ციტადელში” აფეთქება 29 აგვისტოს მოხდა. პირველი აფეთქება სასტუმროს მანქანების სადგომთან გაისმა, მეორე კი ცოტა მოგვიანებით, შესასვლელთან. როგორც “რია მელიტოპოლი” წერს, პირველი აფეთქებისთანავე რუსი ოპერმუშაკები შენობიდან გამოცვივდნენ, მანქანებში ჩასხდნენ და ქალაქის გასასვლელისკენ გაემართნენ. “მათმა უმრავლესობამ შარვლის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო”, – წერს გამოცემა.

ამასთან, “რია მელიტოპოლის” ინფორმაციით, არაა გამორიცხული, მეორე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყოლოდა. ინფორმაცია ზუსტდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული