უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა და ცოცხალი ძალა, რომელიც მარიუპოლიდან გავიდა და ზაპოროჟიისკენ მიემართებოდა.
როგორც მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშენკო იტყობინება, მტრის კოლონის შესახებ ინფორმაცია უკრაინელ არტილერისტებს მარიუპოლის ინფორმაციული წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაწოდა. ამასთან, ანდრიუშენკო წერს, რომ ჯერჯერობით, დეტალებზე ღიად ლაპარაკი არ შეუძლია.
“კარგი ამბებია! არის დადასტურება, რომ მარიუპოლის ინფორმაციული წინააღმდეგობის მოძრაობის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მოხდა ისე, რომ მარიუპოლიდან გასული ერთ-ერთი რუსული კოლონა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა და რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით გაემგზავრა”, – წერს ანდრიუშენკო.