დროებით ოკუპირებულ დასახლება სტარობელსკში (ლუგანსკის ოლქი) უკრაინელმა პარტიზანებმა საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს კოლაბორანტი, ოკუპანტების მიერ დანიშნული МРЭО-ს უფროსი ასკიარ ლაიშევი. ლაიშევი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ვერსიით კი, დაიღუპა.
ლაიშევის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაძვრიდან რამდენიმე წუთში ამოქმედდა. აფეთქების მომენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა რიგითი გამვლელი.
ასკიარ ლაიშევი ადგილობრივებში კარგად ცნობილი კოლაბორანტია, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე საგადასახდო განყოფილების უფროსი იყო. ის პირველი არ არის, ვისაც უკრაინელი პარტიზანები უსწორდებიან. პარტიზანები, განსაკუთრებით, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში აქტიურობენ.
ცოტაქ ხნის წინ, მელიტოპოლში ყელი გამოსჭრეს რუს სამხედროს, რომელიც ქუჩაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო შემჩნეული, ხერსონში რამდენჯერმე ააფეთქეს ადგილობრივი მერიის კოლაბორანტი თანამშრომლები, მათ შორის, ორი მანქანაში, ერთი კი საკუთარ სახლში იმ დროს, როცა ცოლ-შვილი დასასვენებლად ჰყავდა გაშვებული, მის სასტუმრო ოთახში კი, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი მეგობრებისა და თაქნამოაზრეების მონაწილეობით, თათბირი ტარდებოდა.