fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონთან უკრაინელებმა რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს (ვიდეო)

ხერსონში მიმდინარე მოვლენების შესახებ დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც უკვე რუსული წყაროებითაც დასტურდება.

ვრცელდება ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ დონბასელმა სეპარატისტებმა ( 109-ე პოლკის ბოევიკებმა) და რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიიდან უკან დაიხიეს.

“უკრაინელები გვესვრიან ყველაფრიდან, – ტანკებიდან , არტილერიიდან, მოქმედებს ავიაცია, ხერსონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, “, – ყვირის ბოევიკი ვიდეოში, რომელიც ცდილობს, საშიშ ადგილს ხოხვით გაშორდეს («прорвали первую линию обороны» и «****** [бьют] c танков, авиации, артиллерии».)

შეგახსენებთ, რომ ხერსონსა და ხერსონის ოლქზე მდებარე ობიექტებზე უკრაინამ ღამის განმავლობაში იერიშები მიიტანა, ხოლო თავდაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონში თითქმის ყველა ხიდის მწყობრიდანაა გამოსული და ოკუპანტები ყირიმიდან ვერც დამატებით ძალებს, ვერც შეიარაღებას ვერ იღებენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული