fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონთან უკრაინელები საბორნე გადასასვლელებსაც უტევენ

ხერსონის მიმართულებით დაწყებული კონტრშეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხერსონის ოლქში თითქმის ყველა ხიდი განადგურებულია.

დამატებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები უტევენ არამხოლოდ ხიდებს, არამედ საბორნე გადასასვლელებსაც, რომლებიც ოკუპანტებმა ხიდების დაზიანების შემდეგ მოაწყვეს.

ამ დარტყმების მიზანი, ერთი მხრივ, უკან დასახევი გზების მოჭრაა, მეორე მხრივ კი, ხერსონთან მყოფი რუსი სამხედროებთან დამხმარე ძალის მიღწევის პრევენცია.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელებმა ხერსონის მიმართულებით, მინიმუმ 10 კმ-ით წინ წაიწიეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული