fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონთან ოკუპანტები პონტონის იმედად დარჩნენ – ანტონოვის ხიდის ახალი ფოტოები

ხერსონთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ორი ხიდი: ანტონოვისა და კახოვკის ჰესის – მიმოსვლისთვის, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია: თანამგზავრ “პლანეტით” გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ ანტონოვის ხიდი სერიოზულად დაზიანდა, განსაკუთრებით კრიტიკულად კი კახოვკის ჰესის ხიდის შუა ნაწილი გამოიყურება, სადაც უკრაინელებმა გუშინ, 26 აგვისტოს განახორციელეს სარაკეტო დარტყმა იმ დროს, როცა იქ ოკუპანტთა სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა.

მოგვიანებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს აფეთქებისას დანაწევრებული როსგვარდიელების ცხედრები – აფეთქების მომენტში ადგილზე ათზე მეტი ოკუპანტი მოკვდა.

მანამდე უკრაინელებმა ანტონოვის ხიდი 22 აგვისტოს დაბომბეს, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარმაც იფეთქა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ხიდის ჩანგრევის შესახებაც, რაც არ დადასტურდა, თუმცა, ხიდი გამოუსადეგარი აღმოჩნდა ჯავშანტექნიკის გასატარებლად.

როგორც “აპოსტოფი” წერს, ამ დროისთვის ოკუპანტები ხიდთან ბარჟებით მოძრაობენ და გადასასვლელის ორგანიზებას ცდილობენ, ასევე, საუბარია საპონტონე გადასასვლელზე, ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ ბარჟები, რომლებითაც ოკუპანტები ცდილობენ, დნეპრზე გადასასვლელად ბორანი გადაქაჩონ ერთი ნაპირიდან მეორეზე, მათ უკრაინული პორტებიდან გაიტაცეს.

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები არ მალავენ თავიანთ შეშფოთებას და პირდაპირ წერენ იმ სავალალო მდგომარეობაზე, რასაც ორი ხიდის აფეთქება იწვევს:

“ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე, ორი გადასასვლელი აღარაა: ანტონოვის ხიდი და კახოვკის ჰესის ხიდები სერიოზულად დაზიანდა. რეგიონი ნაწილებადაა დაყოფილი, ლოგისტიკას მხოლოდ საპონტონე გადასასვლელები უზრუნველყოფს. ინტერნეტში პოპულარულია ვიდეო კახოვკის ჰესის ხიდზე დაღუპული როსგვარდიელების ცხედრებით – იქ ათზე მეტი ადამიანი აფეთქებამ დაანაწევრა…
ხიდები მტრის ტერიტორიაზე მთელია. უკრაინული ელექტროსადგურებიც მთელია”, – წერს ერთ-ერთი პროპაგანდისტი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული