fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონის კოლაბორანტი მერის თანაშემწე მანქანაში ააფეთქეს

ხერსონის ოლქში ოკუპანტების მიერ დანიშნული მმართველის იგორ სალდოს თანაშემწე პარტიზანებმა 22 აგვისტოს საღამოს, საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს, – ამის შესახებ “უკრაინა ონლაინ”, დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აფეთქების ადგილი გარშემორტყმული იყო და ახლოს არავის უშვებდნენ. თავად ტელეგინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით ცნობები არ არის.

ტელეგინის შესახებ ცნობილია, რომ ის “ფეიკ-ავღანელი” იყო და ხელმძღვანელობდა საგარეო კავშირებისა და შიდა პოლიტიკის დეპარტამენტს – მას, ძირითადად, ევალებოდა ეიძულებინა ნამდვილი ვეტერანები, მხარი დაეჭირათ ოკუპანტებისთვის.

ტელეგინი 2010 წლიდან ცდილობდა ხერსონის სათათბიროში შეღწევას, კენჭიც კი იყარა “ინფორმაციონნაია უკრაინას” კვოტით, რომელსაც პრორუსი ალექსეი რიბაკოვი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. 2020 წლიდან ტელეგინი “ვლადიმირ სალდოს ბლოკის” ხარკოვის ფილიალს ხელმძღვანელობდა, ეს პოლიტიკური დანაყოფი ახლა ლიკვიდირებულია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული