fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ისრაელი ღაზას სექტორში უპრეცენდენტო ოპერაციას იწყებს [VIDEO]

“იწყება ოპერაცია “განთიადი”: არნახული შეტევა ღაზას სექტორზე! დავიღალეთ ყოველ ორ წელიწადში ომით, ამიტომ, დავამთავრებთ ერთხელ და სამუდამოდ!..” – წერს ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში დაწყებულ სპეციალურ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც უკვე დაიწყო და ამ ოპერაციაში ჩართულ ძალებსაც ასახელებს.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში, ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია წამოიწყო. ერთერთი ქართველი ებრაელი მამუკა დავარაშვილი, რომელიც წლებია, სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ამჟამად ისრაელშია, წერს, რომ სპეცოპერაციის თემა მაქსიმალურადაა დაყვანილი ყველა მებრძოლამდე და რეზერვისტამდე:

“იწყება ოპერაცია “განთიადი”: არნახული შეტევა ღაზას სექტორზე; მიწასთან გავასწორებთ!

40 ათასიანი ისრაელის ჯარი, ღაზას საზღვარზე

480 ტანკი,

160 უპილოტო თვითმფრინავი,

280 საარტელერიო დანადგარი,

220 თვითმფრინავი და შვეულმფრენი ერთდროულად შეუტევს

“ჰამასს” და “ისლამურ ჯიხადს”. გამოგვიძახეს რეზერვისტებიც –

ექიმები და სამედიცინო პერსონალი. მზადდება სახმელეთო შესვლაც.

როგორც ყოველთვის – აუცილებელად მოვიგებთ, ომს!

არ გვინდა ომი და სისხლი, თუმცა არაფერს არავის შევარჩენთ, როგორც ყოველთვის!

მალე ზავს შეიხვეწებიან, მაგრამ არავითარი ზავი, არავითარი დანდობა: დავიღალეთ ყოველ ორ წელიწადში ომით, ამიტომ,

დავამთავრებთ ერთხელ და სამუდამოდ!…” – წერს ქართველი ებრაელი რეზერვისტი.

შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.

თქვენთან ერთად ბრძოლა ამ საინფორმაციო ომში, ჩვენთვის დიდი პატივია, ამავდროულად, გვჯერა, ეს ერთობლივი ბრძოლა ერთობლივი გამარჯვებით დასრულდება.

გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი:

https://t.me/alfaprt

გმადლობთ ნდობისთვის!

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული