fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ირაკლი ფირცხალავამ “Лондон-Париж” ჩაანაცვლა და “Волга-Иртыш” იმღერა [VIDEO]

ეკატერინბურგში მიმდინარე კონცერტის დროს, ქართული წარმოშობის რუსმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ მისი ცნობილი ჰიტის “ლონდონ-პარიზის” სახელწოდება ინტერაქტიულად შეცვალა და მაყურებელთან ერთად “ვოლგა-ირტიშ” იმღერა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო და სიმღერას ოფიციალურად, სახელი არ გადაერქმევა:

“სიმღერის სახელწოდება არ გადაკეთდება, ისეთი დარჩება, როგორიც იყო. მაყურებელთან ინტერაქტივში კი გადავწყვიტე, იუმორი გამომეყენებინა. “ლონდონ-პარიზი” არ არის პოლიტიკური სინგლი და ზოგადად, მე წინააღმდეგი ვარ ხელოვნების გაპოლიტიკურების, იუმორი კი ისაა, რაც გადაგვარჩენს. იმედი მაქვს, ჩემი ხუმრობა ხალხმა კარგად მიიღო”, – განაცხადა ფირცხალავამ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისას.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული