fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

HIMARS-ის შიშით, ოკუპანტებს საველე ბანაკები ზურგის სიღრმეში გადააქვთ

HIMARS-ით ხშირი და ზუსტი დარტყმების გამო შეშფოთებულ ოკუპანტებს საბრძოლო მასალების საწყობები, ბაზები და საველე ბანაკები ზურგის სიღრმეში გადააქვთ არამხოლოდ დონბასის, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც კი, – ამის შესახებ Defense Express-ის ექსპერტები წერენ.

მაგალითად სახელდება დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-6 არმიის საველე ბანაკის გადატანა ბელგოროდის რაიონიდან, კომსომოლსკის დასახლებული პუნქტიდან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 22-23 კმ მანძილზე იყო განთავსებული.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ გზით რუს ოკუპანტებს სურთ, დაიცვან თავიანთი სამხედრო ნაწილები მაღალი სიზუსტის ამერიკული სისტემებისგან, რომლებსაც უკრაინა დიდი წარმატებით იყენებს.

შეგახსენებთ, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა 21 საბრძოლო მასალების საწყობი და 17 ბაზა გაანადგურეს, ხოლო ოკუპირებული მელიტოპოლის სამხედრო აეროდრომზე დარტყმას, 100-ზე მეტი ოკუპანტის სიცოცხლე შეეწირა. ამას გარდა, განადგურებულია რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და დაზიანებულია რამდენიმე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული