fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

HIMARS-ის “ნანადირევი” ბოლო კვირაში: 17 ბაზა და 21 საწყობი

უკრაინის შეიარაღებული ძასლები კვლავ წარმატებით აგრძელებენ “ჰაიმარსის” გამოყენებას ოკუპანტთა პოზიციების, სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო მასალების საწყობებისა და სამხედრო ბაზების დასაბომბად.

ამასთან, ეს აქტიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია სამხრეთის ფრონტზე, სადაც, დამოუკიდებელ ექსპერტთა დასკვნით, ომის ახალი ფაზა უკვე დაწყებულია.

რუკაზე ნაჩვენებია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში “ჰაიმარსით” დაბომბილი ადგილები, საერთო ჯამში, ოდესის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბრატჩუკის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ დაკარგა 21 საბრძოლო მასალების საწყობი და 17 სამხედრო ბაზა.

ამას გარდა, განადგურებულია რღუტოპანტების ორი სამეთაურო პუნქტი, ერთი შტაბი და ერთი ნავთობაზა, ასევე დაზიანებულია ხიდები ანტონოვსკთან და ნოვა კახოვკასთან.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული