fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

გამოვლენილი და ლიკვიდირებულია “ბოტების ფერმა” – СБУ

СБУ-მ ბოტების ფერმა გამოავლინა, რომელსაც ფრონტებზე არსებული მდგომარეობა რუსეთისთვის მომგებიანად უნდა წარმოეჩინა, უნდა დაეხატა “მძაფრი კონფლიქტი” ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის (უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, – რედ.) შორის, ხოლო ოლენა ზელენსკა სხვადასხვა “დანაშაულში”, მათ შორის, ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში უნდა “ემხილა”…

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეს ფერმა “ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მართული” იყო, – ამის შესახებ უშიშროების სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა.

ბოტოფერმის “ფუნქციებში” შედიოდა უკრაინაში არსებული მდგომარეობის ისე წარმოჩენა, როგორც მის შემქმნელ პოლიტიკურ ძალას აძლევდა ხელს.

ერთერთი მიმართულება იყო ფეიკ-ინფორმაციის გავრცელება თითქოსდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ კონფლიქტის შესახებ, ასევე, უკრაინის პირველი ლედის დისკრედიტაცია, თითქოს ის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელში იყო ჩართული.

ამ ბოტოფერმის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებდნენ რუსული სპეცსამსახურები და ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათგან გავრცელებული ფეიკი მოხვედრილიყო რუსულ მედიაში, როგორც “უკრაინული არხებით გავრცელებული ინფორმაცია”.

პირველი ლედის დისკრედიტაციის გარდა, ბოტოფერმა დაკავებული იყო სურათის ისე წარმოჩენით, თითქოსდა, ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის ფონზე უკრაინის სხვადასხვა ფრონტზე არსებული მდგომარეობა უკრაინისთვის წამგებიანად იცვლებოდა რუსეთის სასარგებლოდ…

  • შეგახსენებთ, ჩვენს ტელეგრამ-პლატფორმაზე – “ალფაNEWS” – სწორი, საჭირო, ოპერატიული, საინტერესო მასალებით  ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას.
  • გამოგვიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი: https://t.me/alfaprt
  • გმადლობთ ნდობისთვის!
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული