რუსი მებრძოლი-ბლოგერი ანატოლი დრიომოვი, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში იბრძვის და ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს წინახაზიდან, წერს, რომ ხერსონთან სიტუაცია ძალიან გაუარესდა.
“დღეს დილიდან უკრაინელები საერთოდ გადაირივნენ. ისვრიან ყველაფერს, რაც აქვთ, მათ კი ახლა ბევრი რამე აქვთ. ჩვენი დიდი შეცდომა იყო რომ “უკროპების” ასეთი მიტარიზაცია დავუშვით. დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, საჭიროა სტრატეგიის კარდინალურად შეცვლა. დიდი რისკია, დავკარგოთ ხერსონი. ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს.
მიხარია, რომ შოიგუ უკვე არ მონაწილეობს საომარი მოქმედებების წარმართვაში. ეს ფრონტზე სიტუაციის შესაცვლელად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ველოდებით სხვა, მსგავს ნაბიჯებს”, – წერს ანატოლი დრიომოვი.