რიაზანის ოლქში უკვე რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრები მძვინვარებს, ცეცხლი ასობით ჰექტარ ფართობზეა მოდებული.
რუსეთმა იქ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 200 სპეცმანქანა და 2.000-მდე თანამშრომელი გადაისროლა, მაგრამ ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ამ ვიდეოდან კარგად ჩანს, როგორი რთული მდგომარეობაა რიაზანის ტყეებში და როგორ სიტუაციაში უწევთ მუშაობა მეხანძრეებს, რომლებიც, ფაქტობრივად, გამორბიან სტიქიური უბედურების ზონიდან.